თეგებით ძიება
12. 01. 2025 სპორტი

ცოტნე სორდიამ კარატეს საერთაშორისო ტურნირზე, სერია ე-ზე საქართველოს ისტორიაში პირველად, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სამი დღის განმავლობაში, თბილისში კარატეს საერთაშორისო პრესტიჟული ტურნირის, სერია ე-ს შეჯიბრებები გაიმართა.

მასში 87 ქვეყნის 1 200-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. ტურნირზე საქართველოს ნაკრების 20 წარმომადგენელი გამოვიდა. ცოტნე სორდიამ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან 7-დან 6 ბრძოლა მოიგო. ამით სორდიამ პირველად, სერია ე-ზე საქართველოს მედალი მოუტანა.

ტურნირის ჩატარების უფლება საქართველომ 3 თვის წინ მოიპოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა