თეგებით ძიება
26. 03. 2021 მსოფლიო

ანსუ ფატი ცნობილი ესპანური სპორტული ავტომობილის ელჩი გახდა


ფეხბურთელი ანსუ ფატი, ცნობილი ესპანური სპორტული ავტომობილის, Cupra-ს ელჩი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას Kickoff-ი ავრცელებს.

კომპანიის შტაბ-ბინაში ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, „ბარსელონას“ 18 წლის ამომავალ ვარსკვლავს ამავე მარკის ახალი მანქანა აჩუქეს, თუმცა ჯერჯერობით მის გამოყენებას ვერ შეძლებს, რადგან მართვის მოწმობა არ აქვს.

ესპანელი თავდამსხმელი ნოემბრის დასაწყისში სერიოზულად დაშავდა, რის გამოც ოპერაცია გაიკეთა და ამ დრომდე სარეაბილიტაციო კურსს გადის. ბოლო ინფორმაციით ფატის შესაძლოა კიდევ ერთხელ დასჭირდეს ქირურგიული ჩარევა, რის გამოც შესაძლოა არა მხოლოდ სეზონის დარჩენილი ნაწილის, არამედ ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება მოუწიოს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა