თეგებით ძიება
26. 03. 2021 მსოფლიო

ბელარუსში საპროტესტო აქციების 200-ზე მეტი მონაწილე დააკავეს


ბელარუსში, პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ გასული დღის განმავლობაში გამართული საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცველებმა 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას Euro News-ი, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ოლგა ჩემოდანოვას განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. პრესსპიკერის თქმით, 200-ზე მეტი ადამიანი მასობრივი ღონისძიებების შესახებ კანონმდებლობის დარღვევისთვის დააკავეს.

მინსკის სპეცრაზმმა ქალაქის ცენტრში წყლის ჭავლის მანქანები განათავსეს.

საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში 9 აგვისტოდან გრძელდება, მას შემდეგ რაც საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს გამარჯვების შესახებ განაცხადეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა