ტოჩინოშინმა ტოკიოში მიმდინარე ჰარუ ბაშოზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
ტოჩინოშინმა ტოკიოში მიმდინარე ჰარუ ბაშოზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.
ლევან გორგაძემ აღმოსავლეთის მეოთხე მაეგაშირა კირიბაიამას იორიტაოშის ილეთით აჯობა. ცამეტი ბრძოლის შემდეგ 33 წლის ქართველი სუმოისტის ანგარიშზე 7 მოგებაა და დადებითი ბალანსისთვის დარჩენილი ორი შეხვედრიდან ორივეში გამარჯვება სჭირდება.
ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე 31 წლის იაპონელი ჰიდენოუმი იქნება, რომელიც მიმდინარე სუპერტურნირზე მაღალ დონეზე გამოდის და 9 გამარჯვებით ლიდერთა შორის იმყოფება.