თეგებით ძიება
26. 03. 2021 სპორტი

ფიგურული ციგურაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წყვილმა მე-16 ადგილი დაიკავა


შვედეთში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წყვილმა, ანასტასია მეტელკინამ და დანილ პარკმანმა მეთექვსმეტე ადგილი დაიკავეს.

მათთვის სადებიუტო ჩემპიონატზე, მეტელკინა-პარკმანის დუეტმა მოკლე და თავისუფალ პროგრამაში კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ჯამში 156.73 ქულა დააგროვა.

დღეს მედლისთვის გოგონათა შორის 17 წლის ქართველი ალინა ურუშაძე იბრძოლებს და ტურნირი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ვაჟებს შორის კი ლიცენზიის მოპოვებას მორის ყვითელაშვილი ხვალ შეეცდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა