თეგებით ძიება
26. 03. 2021 სპორტი

ბელგიისა და ნიდერლანდების საფეხბურთო ლიგების გაერთიანებას, 25-მა ბელგიურმა კლუბმა დაუჭირა მხარი


ბელგიისა და ნიდერლანდების საფეხბურთო ლიგების გაერთიანებას, 25-მა ბელგიურმა კლუბმა დაუჭირა მხარი. 2019 წლიდან ნიდერლანდების და ბელგიის ფეხბურთის ფედერაციები, საფეხბურთო კლუბებთან ერთად აქტიურად განიხილავენ ჩემპიონატების ერთ ტურნირად გაერთიანებას, რომელსაც BeNeLiga ერქმევა.

რამდენიმე წლიანმა კვლევებმა აჩვენა რომ, აღნიშნული ტურნირი კლუბების შემოსავალს საგრძნობლად გაზრდის. საერთო ჯამში საუბარია წელიწადში დაახლოებით 1,3 მილიარდ ევროზე.

სამშაბათს ბელგიის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის კლუბების წარმომადგენლებმა იდეას მხარი ერთხმად დაუჭირეს, ახლა ჯერი ნიდერლანდელებზეა. მხარეებს შორის მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია შესული თუმცა აღნიშნულ იდეას, როგორც ერთ ასევე მეორე ქვეყანაში მრავალი სკეპტიკოსი ჰყავს.

გულშემატკივრები შიშობენ, რომ ლიგების გაერთიანებით, ორივე ქვეყნის საფეხბურთო კულტურა დაზიანდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა