თეგებით ძიება
26. 03. 2021 სპორტი

გორში ცენტრალური სასპორტო სკოლის რეაბილიტაცია გრძელდება


გორში შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალური სასპორტო სკოლის რეაბილიტაცია გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ღირებულება 142 996 ლარს შეადგენს.

„სამუშაოებს გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი გაეცნო. მიმდინარეობს სველი წერტილების, მწვრთნელების ოთახების და ოთხი სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია. სამუშაო პროცესი ერთ თვეში დასრულდება. პროექტის ღირებულება 142 996 ლარს შეადგენს. სკოლაში სპორტის სხვადასხვა სახეობას 1500 - ზე მეტი აღსაზრდელი ეუფლება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა