თეგებით ძიება
28. 03. 2021 სპორტი

ესპანეთის ნაკრების ვარჯიშის დროს “დინამო არენაზე” ელექტროენერგია გამოირთო

“დინამო არენაზე”, ესპანეთის ნაკრების ვარჯიშის დროს, ელექტროენერგია გამოირთო. შემთხვევა 27 მარტს მოხდა, როცა ნაკრები საქართველოსთან ჩასატარებელ მატჩამდე ბოლო სავარჯიშო სესიას მართავდა.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში განუცხადეს, ელექტროენერგია გაითიშა დღის ბოლოს, ტექნიკური ხარვეზის გამო, რომელიც მალევე აღმოიფხვრა.

შემთხვევის ამსახველი ვიდეო ესპანეთის ნაკრებმა “ტვიტერზე” გამოაქვეყნა.

საქართველო-ესპანეთის მატჩი თბილისში, “დინამო არენაზე”, დღეს, 28 მარტს გაიმართება.

netgazeti.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა