თეგებით ძიება
28. 03. 2021 სპორტი

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა

საქართველოსა და ესპანეთის ეროვნულ გუნდებს შორის გამართული საფეხბუთო მატჩი სტუმართა გამარჯვებით 1:2 დამთავრდა.

მსოფლიოს 2022 წლის მეორე შესარჩევ მატჩში ესპანელთა კარში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი ტაიმის ბოლოს გაიტანა, რითაც საქართველომ მატჩის პირველი ნახევარი მოიგო.

ესპანელებმა ანგარიში მეორე ტაიმის დასაწყისში გაათანაბრეს, თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი გამარჯვების ბურთიც შეაგდეს საქართველოს ნაკრების კარში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა