თეგებით ძიება
29. 03. 2021 მსოფლიო

ისლამისტმა მეამბოხეებმა მოზამბიკის ერთ-ერთ ქალაქზე კონტროლი დაამყარეს

ისლამისტმა მეამბოხეებმა მოზამბიკის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქი პალმა დაიკავეს და უკვე 5 დღეზე მეტია მასზე კონტროლს ინარჩუნებენ. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

მედიის ცნობით, ქალაქიდან დაახლოებით 35 000 ადამიანი გაიქცა, მათი ნაწილი თავს ახლოსმდებარე პუნქტებს აფარებს, ნაწილი კი - ჯუნგლებში იმალება.

ქვეყნის არმია ცდილობს პალმაზე კონტროლი დაიბრუნოს და შეიარაღებულ დახმარებას მეზობელი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ელოდება.

ვრცელდება ინფორმაცია ათობით გარდაცვლილის შესახებ. მათი ნაწილი მკაცრად დასაჯეს. არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულები, მათ შორის უცხოეთის მოქალაქეები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა