თეგებით ძიება
29. 03. 2021 მსოფლიო

ყირიმში 65 წლის პენსიონერს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სევასტოპოლის სასამართლომ რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში 65 წლის პენსიონერ ქალს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის ჯაშუშობისთვის იყო გასამართლებული, ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

სასამართლო სხდომები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ვინაიდან „საქმის მასალები სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავდა".

„მოქალაქე გ.დ. ასრულებდა სადაზვერვო დავალებებს და შავი ზღვის ფლოტის ავიაბაზაზე ინფორმაციას აგროვებდა“ - წერია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ინტერფაქსის“ ცნობით, საუბარია გალინა დოლგოპოლაიაზე, რომელიც რუსულმა სპეცსამსახურებმა 2019 წელს დააკავეს და რომელსაც ბრალი ედება უკრაინის სასარგებლოდ სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა