თეგებით ძიება
29. 03. 2021 მსოფლიო

სუეცის არხში მოძრაობა აღდგა

სუეცის არხში მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას ამის შესახებ სუეცის არხის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დღეს გიგანტური კონტეინერმზიდი, რომელიც სუეცის არხში რამდენიმე დღის განმავლობაში იყო ჩახერგილი, მეჩეჩიდან წყალში გადაიყვანეს.

ამჟამად კონტეინერმზიდი Ever Given-ი ბუქსირების მეშვეობით დიდი მწარე ტბისკენ მიემართება.

400-მეტრიანმა კონტეინერმზიდმა Ever Green-მა 23 მარტს ძლიერი ქარის გამო მიმართულება შეიცვალა და მეჩეჩზე დაჯდა, რის გამოც არხის სამხრეთ ნაწილი გადაიკეტა. შედეგად, სუეცის არხში გიგანტური საცობი წარმოიქმნა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა