თეგებით ძიება
29. 03. 2021 მსოფლიო

ბავშვობაში ბაბუაჩემი მაუპატიურებდა - შერონ სტოუნის სკანდალური აღიარება

ამერიკელი მსახიობი შერონ სტოუნი ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი იყო - მისი სკანდალური აღიარებთ ბავშვობაში მას და მის და კელის ბაბუა (დედის მამა) აუპატიურებდა და ფიზიკურადაც ძალადობდა. ამის შესახებ მსახიობმა New York Times-თან ინტერვიუში ისაუბრა. მსახიობი აცხადებს, რომ ის ამის შესახებ ავტობიოგრაფიულ წიგნშიც "The Beauty of Living Twice" წერს, რომელიც გაყიდვაში 2021 წლის 30 მარტიდან გამოვა. სტოუნი აცხადებს, რომ დასთან ერთად გადაწყვიტა, რომ ეს ისტორია გაეხმაურებინა. შემდეგ ამის შესახებ მათ დედას შეატყობინეს, რომელიც თავიდან წინააღმდეგი იყო, მაგრამ შემდეგ დაიყოლიეს.
გარდა ამ ფაქტისა წიგნში მსახიობი, რომელმაც ბავშვობისა და თინეიჯერობის პერიოდი პენსილვანიაში გაატარა აცხადებს, რომ ცხოვრების მანძილზე რამდენიმე მძიმე ტრავმა გადაიტანა. მოზარდობისას იგი ცხენიდან გადმოვარდა და კისრის სერიოზული დაზიანება მიიღო. რამდენიმე წლის შემდეგ ის ელვის დარტყმას გადაურჩა, ხოლო 2001 წელს მსახიობმა მწვავე ინსულტი გადაიტანა, რის შემდეგაც მან ლაპარაკი თავიდან ისწავლა.

როგორც შერონი აცხადებს, წიგნი მის ცხოვრებაზე მოგვითხრობს და არა სამსახიობო მოღვაწეობაზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა