თეგებით ძიება
29. 03. 2021 მსოფლიო

რეპერმა Lil Nas X გამოუშვა ფეხსაცმელი, რომელიც ადამიანის სისხლს შეიცავს

კრეატიულმა კომპანიამ MSCHF და ამერიკელმა რეპერმა Lil Nas X შექმნეს სპორტული ფეხსაცმელი სახელწოდებით Satan Shoes („სატანის ფეხსაცმელი“), რომელიც ავტორების მტკიცებით, ადამიანის სისხლს შეიცავს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, პროექტისთვის სისხლი კომპანიის ექვსმა თანამშრომელმა ჩააბარა. Satan Shoes-ს საფუძვლად Nike-ის მოდელი Air Max 97 უდევს, თუმცა Nike-ში აცხადებენ, რომ ამ პროექტთან საერთო არაფერი აქვთ. MSCHF-ში აცხადებენ, რომ Satan Shoes-ის 666 წყვილს გამოუშვებენ, მათი ღირებულება 1 018 დოლარია. თითო ფეხსაცმლის ძირში ადამიანის სისხლის თითო წვეთია მოთავსებული. თასმებზე ბრინჯაოს პენტაგრამაა მიმაგრებული. ფეხსაცმელზე ასევე არის წარწერა LUKE 10:18, რაც ლუკას სახარების ნაწყვეტზე მიგვანიშნებს: „ვუყურებდი სატანას ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან“.

MSCHF-მა Satan Shoes გამოუშვა როგორც ხაზის Jesus Shoes („იესოს ფეხსაცმელი“) გაგრძელება, რომელშიც ნაკურთხი წყალი იყო გამოყენებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა