თეგებით ძიება
30. 03. 2021 მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი - რუსეთი არ დაუშვებს ვინმემ "ძალის პოზიციიდან" ესაუბროს

"რუსეთი არ დაუშვებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ან სხვა ქვეყანამ „ძალის პოზიციიდან" ესაუბროს", - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

„ამერიკელები ახლა მანტრასავით იმეორებენ: ჩვენ ყველას დაველაპარაკებით ძალის პოზიციიდან. არც პუტინი და არც სხვა ვინმე რუსეთის ხელმძღვანელობიდან ამერიკელებს ან ვინმე სხვას ჩვენთან ასე საუბრის საშუალებას არ მისცემს. ეს გამორიცხულია ”, - განაცხადა კრემლის სპიკერმა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ვაშინგტონთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა, პესკოვმა უპასუხა, რომ მას ”ექსტრემალურ სცენარებზე” საუბარი არ სურს.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რამდენიმე დღის წინ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის „საფასურს გადაიხდის“. ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ ვლადიმერ პუტინი მკვლელია, ბაიდენმა უპასუხა : „დიახ.“ აღნიშნული განცხადებების საპასუხოდ მოსკოვმა აშშ-ში რუსეთის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა