თეგებით ძიება
30. 03. 2021 მსოფლიო

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 550 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 550 ათასს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში ვირუსს 550 036 ადამიანი ემსხვერპლა.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას, ქვეყანაში ინფიცირების 30 331 798 შემთხვევა დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

შეგახსენებთ, 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა