თეგებით ძიება
30. 03. 2021 მსოფლიო

ტანზანიის პრეზიდენტის პანაშვიდზე ჭყლეტაში ათობით ადამიანი დაიღუპა

ტანზანიის პრეზიდენტ ჯონ მაგუფულის პანაშვიდზე ჭყლეტაში 45 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Al Arabia News-ი იტყობინება.

ჭყლეტა ქალაქ დერ-ეს-სალემში 21 მარტს მოხდა. „პრეზიდენტთან დასამშვიდობებლად ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა. ისინი სტადიონზე შეღწევას ცდილობდნენ, რამაც ჭყლეტა გამოიწვია. დაიღუპა 45 ადამიანი. არიან დაშავებულებიც“, -აცხადებს რეგიონალური პოლიციის უფროსი ლასარო მამბოსასა.

ჯონ პომბე მაგუფული 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის სავარაუდოდ კორონავირუსით იყო ინფიცირებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა