თეგებით ძიება
30. 03. 2021 მსოფლიო

ევროკავშირის ქვეყნებიდან იტალიაში ჩასულ პირებს კარანტინის გავლა მოუწევთ

ევროკავშირის ქვეყნებიდან იტალიაში ჩასულ პირებს 5-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. ამის შესახებ იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა, რობერტო სპერანცამ განაცხადა.

„ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომელიც 5-დღიანი საკარანტინო პერიოდის გავლას ითვალისწინებს. აღნიშნული ზომა უკვე გათვალისწინებულია ევროკავშირის ყველა არაწევრი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა.

ახალი დირექტივის თანახმად, კორონავირუსზე ტესტის ჩატარება იტალიაში ჩასვლამდე იქნება აუცილებელი, ხოლო განმეორებითი ტესტი კი კარანტინის დასრულების შემდეგ ჩატარდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა