თეგებით ძიება
30. 03. 2021 მსოფლიო

"განსაკუთრებული ტყუპები" - ფეხმძიმე ქალი მეორედ დაფეხმძიმდა

ინგლისში ძალიან იშვიათი ფაქტი დაფიქსირდა. 33 წლის რებეკა რობერტსი ფეხმძიმედ იყო, როდესაც გაიგო, რომ ისევ ფეხმძიმედაა. ამის შესახებ The Sun-ზე დაყრდნობით report.ge წერს.

რებეკას თქმით, ტესტებმა აჩვენა, რომ მეორე ბავშვით ის ფეხმძიმობის მესამე კვირაში დაფეხმძიმდა.

ამ უცნაურ მოვლენად სუპერფეტაცია ეწოდება - ორ კვერცხუჯრედს განაყოფიერება მცირე ინტერვალით შეუძლია.

ექიმების თქმით, ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ის გახდა, რომ რებეკა უშვილობის წამლებს იღებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები სხვადასხვა დროს ჩაისახნენ, ისინი ერთ დღეს დაიბადნენ. გოგონა ბიჭზე ზომით გაცილებით პატარა აღმოჩნდა.

ვაჟს ნოე დაარქვეს, გოგონას კი როზალი.

"ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ტყუპები გვყავს. თან ასეთი განსაკუთრებული ტყუპები. ეს დიდი მადლია", - განაცხადა რებეკამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა