თეგებით ძიება

რა წერია დენიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში - პუნქტები

ცნობილი ხდება რა წერია ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დენიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში. ინფორმაციას "პუბლიკა" ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დოკუმენტში შემდეგი პუნქტებია:
ევროკავშირი მზადაა, ერთ-ერთი ფონდის გავლით გადაიხადოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაო.

გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვოს ე.წ. „უდოს“ მექანიზმით, ელექტრონული სამაჯურით, ნოემბერში.

გამოიცეს ამნისტია, რომელიც შეეხება ოცი ივნისის საქმის მონაწილეებს – როგორც აქტივისტებს, ისე სამართალდამცავებს.
ოპოზიციამ უხელმძღვანელოს 5 კომიტეტს პარლამენტში, მათ შორის, საბიუჯეტოს, ადამიანის უფლებების, საპროცედუროს, საგარეოს…

შეჩერდეს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი.

პარტიების დაფინანსების საკითხზე მოხდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება.

გენერალური პროკურორი დაინიშნოს პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის მხარდაჭერით.

ცესკოს თავმჯდომარე და შემადგენლობა დაინიშნოს ასევე ორი მესამედის მხარდაჭერით და მისი მოადგილე იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არჩევნების თაობაზე დოკუმენტში არაფერი წერია, რამაც გამოიწვია მედიაციის პროცესის შეფერხება. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დენიელსონი და ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი გასულები არიან დოკუმენტის ახალი ფორმულირებისთვის. შეხვედრა გრძელდება.

ეს ინფორმაცია წარმოადგენს პუნქტების შინაარსს და არა მათ ზუსტ ფორმულირებას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა