თეგებით ძიება

ხათუნა სამნიძე: სერიოზული შანსი გავუშვით ხელიდან

"ყველა რაუნდის შემდეგ ძირითადი პრობლემა იყო, რომ არ შეგვეძლო დეტალებზე საუბარი, დღეს უკვე დოკუმენტი არის ღია და ვფიქრობ, ამ დოკუმენტის ირგვლივ კიდევ გაგრძელდება შეკითხვები", - ამის შესახებ კრისტიან დანიელსონის მედიაციით შეხვედრის შემდეგ ხათუნა სამნიძემ განაცხადა. „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის თქმით, ოპოზიცია მმართველ გუნდს კომპრომისულ წინადადებებს სთავაზობდა, თუმცა ხელისუფლება კომპრომისისთვის მზად არ იყო.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ეს შეთანხმება ვერ შედგა. ეს არის ძალიან სერიოზული შანსი, რომელიც გავუშვით ხელიდან. ჩვენი კონფლიქტის მოგვარების ასეთ რანგში, ასეთ ფორმატში გადატანა იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ მედიატორის ჩართულობა გვაძლევდა იმედს, რომ ხელისუფლება მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა პროცესს, მაგრამ სამწუხაროდ, დღესაც ვნახეთ, რომ ხელისუფლება არ არის მზად კომპრომისისთვის“, - განაცხადა სამნიძემ.

შეგახსენებთ, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა, სამწუხაროდ შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა