თეგებით ძიება
31. 03. 2021 მსოფლიო

კანადაში უცნობ, საშიშ დაავადებას იკვლევენ

კანადაში ტვინის დღემდე უცნობ დაავადებას იკვლევენ, რომელიც მეხსიერების დაკარგვას, ჰალუცინაციას და კუნთების ატროფიას იწვევს. ამის შესახებ გამოცემა Live Science იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, ნიუ ბანსვიკის პროვინციაში დაავადების 43 შემთხვევაა გამოვლენილი. პაციენტებს კრეიტცფელდტ-იაკობის დაავადების მსგავსი სიმპტომები აღენიშნებათ, რაც თავისა და ზურგის ტვინის დაზიანებას იწვევს და მეტწილად ფატალური შედეგით სრულდება.

პირველად დაავადება კანადაში 2015 წელს გამოავლინეს. 2019 წელს დიაგნოზი 11 ადამიანს დაუდგინდა, 2020 წელს კი 24 ადამიანი დაავადდა. მათგან 5 გარდაიცვალა. პაციენტთა თავიდან ტკივილი, კრუნჩხვა, შფოთვა და დეპრესია აღენიშნებოდათ. დროთა განმავლობაში სიმპტომები პროგრესირებდა და დაავადებულებს მეხსიერების დაკარგვა, კუნთების ატროფია და სხვა მძიმე გართულებები ეწყებოდათ. ხშირი იყო ჰალუცინაციის შემთხვევებიც.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა