თეგებით ძიება

სალომე ზურაბიშვილი: დიდი დანაკლისი განიცადა დღეს ქართულმა კულტურამ

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ანზორ ერქომაიშვილის სამძიმარი - დიდია ჩემი მწუხარება! ბატონ ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებას ვუსამძიმრებ მის მეუღლეს, ლალის, მთელ ოჯახსა და ჩვენს საზოგადოებას. დიდი თუ პატარა, ყველა ვაცნობიერებთ, რა დიდი დანაკლისი განიცადა დღეს ქართულმა კულტურამ.

პირადად ჩემთვის, ახალგაზრდობიდან, პარიზის ემიგრაციის წლებიდან, ბატონი ანზორი ქართული სიმღერისა და გალობის, ანუ ქართული სულის განსახიერება იყო. წლები გავიდა და ვამაყობ იმით, რომ შემიძლია დღეს იგი ჩემს უფროს მეგობრად ვახსენო“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა