ირაკლი კობახიძე: დანიელსონმა განაცხადა, რომ გაგრძელებას აღარ ჰქონდა აზრი
"ოპოზიციას ჰქონდა 2 ულტიმატუმი - არჩევნები/პლებისციტი და რურუას თემა. როდესაც ოპოზიციამ ეს 2 ულტიმატუმი დააყენა, ამის შემდეგ დანიელსონმა განაცხადა, რომ გაგრძელებას აღარ ჰქონდა აზრი", - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
„ჩვენ გავაცანით უმრავლესობის წევრებს გუშინდელი დიალოგის დეტალები. დანარჩენი თქვენ გუშინ საჯაროდაც მოისმინეთ და იცით, რა ხდებოდა მოლაპარაკებების მაგიდის გარშემო, ვინ აყენებდა ულტიმატუმებს და ვინ - არა, ვინ იყო კონსტრუქციული და ვინ - არა. ჩვენ მედიატორის წინაშე არ გვქონდა არცერთი ულტიმატუმი. ოპოზიციას ჰქონდა 2 ულტიმატუმი - არჩევნები/პლებისციტი და რურუას თემა. იყო მოსაზრებების გაცვლის ერთი წრე, როდესაც დანიელსონმა ოპოზიციას ჰკითხა აზრი ამ დოკუმენტთან დაკავშირებით. როდესაც ოპოზიციამ ეს 2 ულტიმატუმი დააყენა, ამის შემდეგ დანიელსონმა განაცხადა, რომ გაგრძელებას აღარ ჰქონდა აზრი. ოპოზიციამ ჩაკეტა დიალოგი და მოსპო შეთანხმების მიღწევის რესურსი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
30 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.