თეგებით ძიება

ხელი კრეს და მაგიდიდან გადააგდეს შეთანხმება - ელისაშვილი

"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი შეთანხმების ჩაშლაში ოპოზიციას ადანაშაულებს.

ელისაშვილის შეფასებით, "ქართულ ოცნებას" ჰქონდა მეტი მზაობა დოკუმენტისთვის ხელი მოეწერა, ხოლო ოპოზიციის დიდი უმრავლესობა ამაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა.

"ხელი კრეს და მაგიდიდან გადააგდეს შეთანხმება, სადაც საარჩევნო რეფორმასთან ერთად მართლმსაჯულების რეფორმაც არის, ანუ, ამ ქვეყნის მომავალი ეწერა. როგორც ჩანს, ვიღაცებისთვის კონკრეტული პარტიული დღის წესრიგი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე, მაგალითად, მართლმსაჯულების რეალური რეფორმა, ამ კონკრეტულ პატიმრებზე საუბარი ურჩევნიათ.

მთავარი საკითხი იყო გაჯიუტება პოლიტიკოსების, რომელთაც მიაჩნიათ, რომ კომპრომისი არის ის, რომ ჩემი უნდა გავიტანო ბოლომდე. თუ არ შესრულდება, მაშინ არ მაინტერესებს რა იქნება.

ბოლოს "ქართულმა ოცნებამ" თქვა, რომ გარკვეული შენიშვნების გათვალისწინებით, მზად იყვნენ იმ დოკუმენტისთვის ხელი მოეწერათ, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა თქვა, რომ არც ერთ შემთხვევაში ხელს არ მოაწერდა,"-აცხადებს ელისაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის მორიგი რაუნდი კვლავ შეთანხმების გარეშე დასრულდა. არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ევროპელი მედიატორის შეთავაზებას ხელი არ მოაწერა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა მოლაპარაკების ჩაშლაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა