თეგებით ძიება

"გირჩს" ექნება თავისი გზა ამ ქვეყნის პოლიტიკაში - იაგო ხვიჩია

"გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩიას განცხადებით, "გირჩს" ქვეყნის პოლიტიკაში საკუთარი გზა ექნება.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, "გირჩი" მმართველ გუნდთან შეხვედრას და "ქართულ ოცნებასთან" ურთიერთობის გაგრძელებას აპირებს.

"ჩვენ არ ავირჩევთ არც "ქართული ოცნების" და არც "ნაციონალური მოძრაობის" გზას, "გირჩს" ექნება თავისი გზა ამ ქვეყნის პოლიტიკაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მხოლოდ ორი არჩევანი არ ჰქონდეს ქართველ ხალხს.

"გირჩი" რა საკვირველია აპირებს შეხვედრას მმართველ გუნდთან. ჩვენ როგორც პატიოსანმა ადამიანებმა მინიმუმ ჩვენს კოლეგებს უნდა ვუთხრათ თუ რას ვაპირებთ ჩვენ, როგორ გავაგრძელებთ ფუნქციონირებას და ვეტყვით ჩვენს მოსაზრებებს თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს ჩვენი ურთიერთობები მმართველ პარტიასთან. ეს იქნება მონახაზი ჩვენი ურთიერთობის მონახაზი და საბოლოო ჯამში სანამდე მივალთ ვნახავთ.

პრობლემა მაგაში კი არ მდგომარეობს, რომ ჩვენ არ გვინდა შესვლა, ჩვენც გვინდა პარლამენტში შესვლა, ვიცით, რომ ვერ დაამტკიცა ოპოზიციამ ამის გაყალბება და შესაბამისად "ქართულ ოცნებას" არ ვაკრიტიკებთ როგორც არჩევნების გამყალბებლებს, მაგრამ მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს პარლამენტი არ შემდგარიყო და ეს პარლამენტი არ შედგა," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა