თეგებით ძიება
01. 04. 2021 მსოფლიო

რამზან კადიროვი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს

რუსული მედიის ინფორმაციით, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს.
მედიის ინფორმაციით, კადიროვი პრემიაზე ნორვეგიის წარმომადგენლებმა წარადგინეს, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია იმ პირისა თუ ორგანიზაციის ვინაობა, ვინც ნობელის კომიტეტში განაცხადი შეიტანა. მოქმედი რეგულაციებით, ნობელის კომიტეტს წარმდგენის ვინაობის გამჟღავნების უფლება 50 წლის განმავლობაში არ აქვს.

"რამზან კადიროვი პრემიაზე წარდგენილია ისტორიულად რთულ ჩეჩნეთის მხარეში ბოლო 15 წლის განმავლობაში მშვიდობის დამყარებასა და შენარჩუნებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის", - წერს "რიანოვოსტი".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა