გიორგი კანდელაკი: ქვეყანას სჭირდება არა კრიზისის „შერემონტება“, არამედ გადაჭრა
„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, ოპოზიცია იღებს პასუხისმგებლობას, რომ „ქართულ ოცნებას“ ქვეყანაში კრიზისის გაუარესების საშუალება არ მისცეს.
„ოპოზიციის გეგმა არის ძალიან მარტივი, ჩვენზე არის პასუხისმგებლობა, რომ არ გადავაჩეხინოთ „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა უფსკრულში. ასევე, ჩვენზე არის პასუხისმგებლობა იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანას სჭირდება არა კრიზისის გადაგორება, არა „შერემონტება“, არამედ კრიზისის გადაჭრა და მთლიანად ქვეყნის მმართველობის გადატვირთვა. ეს არის ჩვენი მოქალაქეების დაკვეთა და ამით ვხელმძღვანელობთ, როგორც მოლაპარაკებების დროს, ასევე იმ წინააღმდეგობის მოძრაობის დარაზმვისას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია იმ თვალსაზრისით, რომ „ქართული ოცნება“ კომპრომისზე წამოვიდეს“,-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
30 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.