სომხეთი ფაშისტური სახელმწიფოა, ფაშიზმი უნდა განადგურდეს - ილჰამ ალიევი
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სომხეთს „ფაშისტური სახელმწიფო“ და „რეგიონისთვის საფრთხის წყარო“ უწოდა.
ალიევის განცხადებით, ამიტომ, ფაშიზმი უნდა განადგურდეს. მას ან სომხეთის ხელმძღვანელობა გაანადგურებს, ან აზერბაიჯანი.
"სომხეთი რეალურად საფრთხის წყაროა რეგიონისთვის, დამოუკიდებელი სომხური სახელმწიფო, ფაქტობრივად, ფაშისტური სახელმწიფოა. ფაშიზმი უნდა განადგურდეს. მას ან სომხეთის ხელმძღვანელობა, ან ჩვენ გავანადგურებთ. სხვა არჩევანი არ გვაქვს“, - განაცხადა ალიევმა და დასძინა, რომ "სომხეთს თითქმის 30 წლის განმავლობაში მართავდნენ ფაშისტური იდეოლოგიის მატარებლები.“