ნიკა მელიასა და სხვა პატიმრებისთვის ინგა გრიგოლიას ნომერი დაბლოკილია - ჟურნალისტი იუსტიციის მინისტრს მიმართავს
ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ტელეფონის ნომერი დაბლოკილია პატიმრებისთვის, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისთვის. ამის შესახებ ჟურნალისტმა გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი" ისაუბრა.
ფაქტი მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც ინგა გრიგოლია ნიკა მელიასთან გადაცემისთვის ინტერვიუს წერდა.
გრიგოლიას თქმით, პატიმრებისთვის სხვა ჟურნალისტების ნომრებიც დაბლოკილია.
"ისინი ხმას ვერ გვაწვდიან", - ამბობს გრიგოლია და საქართველოს იუსტიციის მიმისტს მიმართავს, რომ საკითხი გაირკვეს.
თავის მხრივ ნოდარ მელაძემაც აღნიშნა, რომ მისი ტელეფონიც დაბლოკილია პატიმრებისთვის. მან სახალხო დამცველს სთხოვა საქმით დაინტერესება.