თეგებით ძიება

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ

ძალადობაში ბრალდებული, ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"2021 წლის 19 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის მოსამართლემ, ხათუნა ხარჩილავამ, მხარეებს განუცხადა: ,, ნუ განახორციელებთ პარალელურ მართლმსაჯულებას სხდომის მიღმა, ამით, უპირველესყოვლისა, ზიანდება მართლმსაჯულების ინტერესი. მინდა ეს მოწოდება, განცხადება გაითვალისწინოთ მომავალში ორივე მხარემ.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები ვითვალისწინებთ რა მოსამართლის განცხადებას, პოზიციებს დავაფიქსირებთ მხოლოდ სასამართლო დარბაზში, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა საზოგადოება საკმარისად ფლობს ინფორმაციას საქმის ირგვლივ. ვფიქრობთ, რომ პარალელური მართლმსაჯულების განხორციელება და ზედმეტი ჩართულობა დააზიანებს არასრულწლოვანი ლუკას ბასილაშვილის საუკეთესო ინტერესებს.”, – ნათქვამია განცხადებაში.

[flash=425,264]

Posted by Chkadua Irma Lawyer and Human Rights Defender on შაბათი, 03 აპრილი, 2021
[/flash]

ცნობისთვის, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა მისმა ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა