"სირცხვილიას" ბათუმის ოფისში სამართალდამცველებმა "კომენდანტის საათის" საწინააღმდეგო აქცია დაშალეს
გვიან ღამით, სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ბათუმის ოფისში, სადაც "კომენდანტის საათის" გაუქმების მოთხოვნით დაუმორჩილებლობის აქციას იმართებოდა, სამართალდამცველები შევიდნენ.
პოლიციელებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
მოძრაობის წევრები პოლიციელებს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, სამართალდამცველებმა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.