ვინ არის საკრებულოს წევრი, რომელიც რუსთავში დაჭრეს
რუსთავში დაჭრილი დეპუტატი ადგილობრივი საკრებულოს წევრი, ენმ-დან გიორგი მღებრიშვილია. ის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით, ფეხშია დაჭრილი.
ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
შემთხვევა საკრებულოს წევრის საცხოვრებელი სახლის ეზოში მოხდა.
ჯერჯერობით უცნობია რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.
დაშავებული მკურნალობას რუსთავის კლინიკაში აგრძელებს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. ამ ეტაპზე უცნობია, დააკავეს თუ არა ბრალდებული.