ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა ნაწილმა ღამე კარავში გაათენა
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეებმა კარავი გუმათის დასახლებაშიც გაშალეს, სადაც მოქალაქეებმა ღამე გაათენეს.
მათი თქმით, პროტესტი გაგრძელდება და ჰესის მშენებლობის უფლებას არ მისცემენ.
რიონის ხეობის მოსახლეობა მშენებლობას 163-ე დღეა უწყვეტად აპროტესტებს და აცხადებენ, რომ კომპანია და ხელისუფლება მათ გადაადგილების უფლებას უზღუდავს.