თეგებით ძიება

ცხოვრება ნიღბებში - სოფლად დაბრუნებული გურულები


პანდემიამ ძალიან ბევრი უარყოფითი შედეგი მოუტანა მსოფლიოს, ამ სტატიაში კი მინდა მოგიყვეთ, თუ როგორ იმოქმედა კორონავირუსმა გურულებზე.

გურიის ბევრი სოფელი დღეს-დღეობით დაცარიელებულია, მოსახლეობის დიდი ნაწილი ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ პანდემიამ შეძლო და ისინი საკუთარ მიწა-წყალზე დააბრუნა...

სოფლად ყოფნას არაფერი ჯობია, თვალებს დახუჭავ და აყვავებულ ხეებს, ახლადამოსულ მწვანე ბალახს, მიწის სურნელს იგრძნობ და უყურებ იქვე ახლადდამუშავებულ მიწას, ხნულებს და მოფუსფუსე ადამიანებს.

მამა-პაპისეულ სოფლებში დაბრუნებული ადამიანები აქტიურად ჩაერთნენ სოფლის მრავალფეროვან ცხოვრებაში. რა ჯობია იმას, როცა ხედავ, როგორ ცდილობენ ადამაინები შეცვალონ სოფლის ცხოვრება უკეთესობისკენ.

პანდემიამ ადამიანებს ცხოვრება სულ სხვა თვალით დაანახა და მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ სოფელს სჭირდება მოფრთხილება და ზრუნვა. ქალაქი იმ შემთხვევაშია ძლიერი თუ სოფელიც ძლიერია.

ის ადამიანები, რომლებიც დაუბრუნდნენ სოფლებს და დაიწყეს სასოფლო-სამეუნრეო საქმიანობა გვიყვებიან თუ, როგორ შეცვალა პანდემიამ მათი ცხოვრება.

„მოგეხსენებათ წლების წინ სოფელი აკეთი ცნობილი იყო ჩაის წარმოებით, თუმცა დროთა განმავლობაში ეს ტრადიცია მიივიწყეს, ამიტომაც გადავწყვიტეთ განგვეახლებინა წინაპრებისგან დატოვებული პლანტაციები და აგვეღორძინებინა ჩაის კულტურა, ამ პროცესში განსაკუთრებით ხელი შეგვიწყო პანდემიამ“.
თამუნა კირჩხალია

ცხოვრება ნიღბებში - სოფლად დაბრუნებული გურულები


კორონავირუსმა და მასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა მოსახელობა იმდენად შეაშინა რომ გადაწყვიტეს სოფელში უფრო კარგად განევითარებინათ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, (მეფუტკრეობა, მეხილეობა, მებოსტნეულობა) გარდა ამისა, დისტანციის მიუხედავად გურულები მაინც ახერხებენ ერთმანეთს სითბო და სიყვარული გაუზიარონ.

აგრეთვე ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილოა პასიური ცხოვრების წესით:

„ პანდემის დროს მომიწია სოფელში დაბრუნება, რადგან დავკარგე სამსახური, არ გამაჩნდა თავის რჩენისთვის გარკვეული რესურები და იძულებული გავხდი დავბრუნებულიყავი სოფელში. ვიმედოვნებ, რომ მალევე დავუბრუნდებით ჩვეული ცხოვრების რიტმს“
გიორგი ბერიძე



მე, როგორც ამავე სოფლის მკვიდრი, მახარებს ის ფაქტი, რომ დიდი დროის გატარება მიწევს ჩემს სოფელში, მაგრამ სამწუხაროა ის, რომ სტუდენტურ წლებს ვერ ვატარებ უნივერსიტეტში.


სტატიის ავტორები: მარიამ ბერიძე და სალომე გეგიძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა