ბათუმში "სირცხვილიას" წევრების დაკავებასა და პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს
ბათუმში მოძრაობა "სირცხვილიას" წევრების დაკავებისა და პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება 333-ე მუხლით მიმდინარეობს:
"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, 2021 წლის 4 აპრილს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, 2021 წლის 3 აპრილს ქ. ბათუმში, მოძრაობა სირცხვილიას ოფისთან, საპროტესტო შეკრების მონაწილეთა მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით" - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.