თეგებით ძიება
05. 04. 2021 მსოფლიო

Disney-მ სერიალ „ლოკის“ ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა (ვიდეო)

Disney-მ სერიალ „ლოკის“ ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა, რომელშიც პროექტის სიუჟეტის დეტალები გაამხილა.

სერიალში მოქმედება მეოთხე „შურისმაძიებლების“ შემდეგ განვითარდება. Marvel-ის ამ ფილმში ლოკი უსასრულობის ერთ-ერთ ქვას დაეუფლა, რის შემდეგაც დროში მოგზაურობა და ისტორიის შეცვლა დაიწყო.

თუმცა შემდეგ ის ერთ-ერთი ორგანიზაციის თანამშრომლებმა დააკავეს, რომელიც დროის ნაკადებს არეგულირებს. ახლა ლოკიმ რეალობა უნდა გამოასწოროს და ყველაფერი თავის ადგილას დააბრუნოს.

ლოკის როლს, ისევე როგორც Marvel-ის ფილმებში ტომ ჰიდლსტონი დაუბრუნდება. მასთან ერთად სერიალში ოუენ უილსონი, გუგუ მბატა-როუ, სოფია დი მარტინო, რიჩარდ ე. გრანტი და სხვები შეასრულებენ.

„ლოკის“ პრემიერა Disney+ -ზე 11 ივნისს შედგება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა