"მოლიკო" მივიყვანეთ გრუმინგზე და 4 საათში წამოვიყვანეთ იქედან მკვდარი... სავარაუდოდ, წამებით მოუკლეს ძაღლი"
ვაზიარებ პოსტს, რომელიც პატარა ცუგას პატრონმა დაწერა და "თათების იმედს" დახმარებისთვის მოგვმართა, ვეცდებით გამოვიძიოთ ეს ფქტი! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სოფო ნიკოლაიშვილი წერს.
"NaTia NaTia
გაგვიფრინდა ცისარტყელაზე ჩვენი მოლიკო და დაგვიტოვა დიდი ტკივილი და განცდები. ყველაზე დიდი საშინელება კი ის არის რომ ახალგაზრდა და ჯანმრთელი იყო სიკვდილისათვის!
2 აპრილს მოლიკო მივიყვანეთ გრუმინგზე -Groom-Groom • გრუმ-გრუმი-ში და 4 საათში წამოვიყვანეთ იქედან მკვდარი! ამ ამბის მერე ველოდებოდით ზარს ადმინისტრაციიგან მაგრამ უშედეგოდ, გუშინ გადავრეკე რომ მომესმინა მათი ვერსია გარდაცვალების და მოიბოდიშეს არ ვიცოდით როგორ დაგვერეკა და რა გვეთქვაო. რეალობა შემდეგია 2 აპრილს მოლიკო მივიყვანეთ კბილების წმენდაზე რომელიც იქ ტარდება გაუტკივარების გარეშე 1 საათის მანძილზე და გრუმინგზე რომელიც ტარდებაო 2.5 საათიო. 3.5 საათში მიაკითხა ჩემმა შვილმა და რძალმა და კიდევ ნახევარი საათის საქმე
დაგვრჩაო და გადაწყვიტეს მანქანაში დალოდება, 10 წუთში დარეკეს ძაღლი ცუდად არისო და შევიდა ჩემი შვილი და გრუმერთან ერთად გადაიყვანეს უახლოეს ვეტ-კლინიკაში. ძაღლი უკვე მკვდარი იყო და იქაც დაადასტურეს იგივე. როგორც მენეჯერმა ამიხსნა ეს დრო რაც დააყოვნეს იქ არის სტანდარტული ( თითქმის 4 საათი) და ძაღლი ამ ხნის მანძილზე იყო წყნარად, ხოლო ბოლო პროცედურის ყურების დამუშავების დროს გახდა ცუდად და მერე უცებ ჩაუტარეს რეანიმაციული ღონისძიებები, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ საუბრისას მეუბნება რომ ძაღლი მთელი დროის განმავლობაში იყო დაუმორჩილებელი. საბოლოოდ კი ამბობენ რომ ძაღლს ალბათ ქონდა რაიმე ჯანმრთელობის პრობლემაო და მათი ბრალეულობა არ არის. ძალიან ბევრის შეკითხვა გამიჩნდა და უნდობლობა (ვფიქრობ თქვენც): 1. თუ ძაღლი მთელი ამ პროცედურების დროს ნერვიულობს და განიცდის რატომ არ მირეკავენ და არ წყვეტენ პროცედურას? 2. რატომ არ გაკეთდა გაუტკივარება კბილების წმენდის დროს ? 3. რატომ მეუბნებიან რომ ჩემი ძაღლი იყო ძალიან ემოციური როდესაც უმეტესობა იორკების არის ემოციური და ეს არ უნდა იცოდენ თუ მუშაობენ ამ ჯიშის ძაღლებთან? 4. რატომ სჭირება გრუმინგს და კბილების წმენდა 4 საათი ? 5. რატომ არ სთავაზობენ პარტონს დაესწროს გრუმინგს მითუმეტეს თუ ძაღლი ემოციურია? ძალიან ბევრი შეკითხვა მაქვს და მინდა გავაკეთო შესაბამისი რეაგირება კანონიერად თუ არის ამისი გზები და რომ მომწეროთ. მეორე საკითხია კიდევ იმ ვეტ-კლინიკის უგულობა ნუცუბიძეზე სადაც მიიყვანეს მოლიკო, ბავშვებმა ტირილი რომ დაიწყეს გარდაცვალების კონსტატირების შემდეგ გააჩუმეს და გამოუშვეს აქ ხალხია და ნუ ხმაურობთო - უზრდელები!
ყოველივე შედეგი არის ის რომ მოლიკო აღარ გვყავს და ჩემმა შვილი და რძალი (მოლიკო მათი ძაღლი იყო) დღესაც დეპრესიაში არიან და ადანაშაულებენ თავის თავს რომ წაიყვანეს ძაღლი და დატოვეს ამდენი ხნით. ზოგადად მოლიკო ხშირად დადიოდა გრუმინგზე სხვადასხვა სალონში.
მე კი ვთვლი რომ ეს არის Groom-Groom • გრუმ-გრუმის არაპროფესიონალიზმი და შეცდომა, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ! ჩემი რჩევაა საგულდაგულოდ აარჩიოთ გრუმინგ სალონი, სასურველია იქ ქონდეთ ვიდეოთვალი და არ დატოვოთ ამდენი ხნით თქვენი იორკები გრუმერებთან ან მოითხოვეთ პროცედურებზე დასწრება რომ მსგავსი არ განმეორდეს არავისთან !!!
p.s. ამ პოსტის დაწერის წინააღმდეგები იყვნენ ჩემი შვილები, მაგრამ ის დანაკლისი და ტკივილი რაც ჩვენ მივიღეთ მოლიკოს ასეთი უეცარი სიკვდილით მაძლევს უფლებას დავდო ეს პოსტი! "
აი სავარაუდოდ წამებით მოუკლეს ძაღლი! აი მართლა ყველა რომ ვეტერინარია ამ ქვეყანაში და ვითომ სალონები რომ ფუნქციონირებს ეგაა პრობლემა! (((((((((((((((((((((((((((((("
[flash=425,264]
ვაზიარებ პოსტს, რომელიც პატარა ცუგას პატრონმა დაწერა და "თათების იმედს" დახმარებისთვის მოგვმართა, ვეცდებით გამოვიძიოთ...Posted by Sopo Nikolaishvili on ორშაბათი, 05 აპრილი, 2021