აუცილებელია, გავზარდოთ ქუჩის აქციების მასშტაბი - სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დასავლეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ახალი კაბინეტის მხრიდან მხარდაჭერის გაზრდის მიზნით, ქუჩის აქციების მასშტაბის მატებაა საჭირო.
თუ გვინდა, რომ მოვიპოვოთ დასავლეთის მხარდაჭერა და აგრეთვე აშშ-ის ახალი კაბინეტის თანადგომა, აუცილებელია გავზარდოთ ქუჩის აქციების მასშტაბი.
მოსაწონი და შესაქებია პატარ-პატარა აქციები, მაგრამ ნუ ვიქნებით მხოლოდ ერთ დიდ აქციაზე ორიენტირებული". - წერს მიხეილ სააკაშვილი.