თეგებით ძიება
14. 11. 2024 მსოფლიო

ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებას განიხილავს - Reuters

ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებას განიხილავს - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ღაზაში მიმდინარე ომში ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევების გამო, ისრაელთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერება შესთავაზა.

"როიტერს" ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებულმა ოთხმა დიპლომატმა დაუდასტურა. სტატიაში ნათქვამია, რომ ისრაელმა ღაზაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაძლო დარღვევების შესახებ ჟოზეფ ბორელის არც ერთი შეშფოთება არ გაითვალისწინა.

ცნობისთვის, პოლიტიკური დიალოგის შესაჩერებლად, ევროკავშირის ყველა, 27 წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა