თეგებით ძიება
06. 04. 2021 მსოფლიო

12 წლის ბიჭმა, რომელიც სკოლიდან გარიცხეს, კულინარიაზე წიგნი დაწერა

12 წლის დისლექსიკის მქონე ბიჭმა, რომელიც სკოლიდან გარიცხეს, კულინარიაზე წიგნი დაწერა. 7 წლის ასაკში ომარი მაქქვინის მასწავლებელმა ის სკოლიდან გარიცხა დისლექსიკის გამო. თუმცა ამას მისთვის წინაღობა არ შეუქმნია. მან ინსპირაციისთვის ჩედვიკ ბოსმანის სიტყვები გამოიყენა – „რაც არ უნდა მოხდეს, წინ იარე“.

არც ისე ბევრ ბავშვს თუ ადამიანს შეუძლია თავისი ბიზნესი დაიწყოს, რესტორანი დააარსონ, საავტორო კულინარიული შოუ შექმნან და წიგნიც დაწერონ. ომარი მაქქვინმა კი ეს ყველაფერი 12 წლის ასაკში მოახერხა.

მას სჯერა, რომ თავის გმირს გორდონ რამსის ერთ დღესაც შეხვდება. მას ასევე გეგმაში აქვს რომ გამოაქვეყნოს მეორე წიგნი 2021 წელს.

„ეს არის ოცნების ასრულება, რომ ჩემი წიგნი დავწერე, მე შეიძლება დისლექსიკა მაქვს, მაგრამ მაინც მოვახერხე რომ ეს ყველაფერი გამეკეთებინა და მებრძოლა ჩემი მიზნებისთვის. ჩემი ინსპირაცია გორდონ რამსია, იმიტომ რომ ეს პერსონალური შეფია, ისევე როგორც მე’’. – ამბობს ომარი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა