თეგებით ძიება
06. 04. 2021 მსოფლიო

ფილიპინებში კარანტინის დარღვევის გამო მოქალაქე 300 ჩაჯდომით დასაჯეს

ფილიპინებში მამაკაცი კარანტინის დარღვევის გამო 300 ჩაჯდომით დასაჯეს. მამაკაცი მეორე დღეს გარდაიცვალა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

დარენ მანაოგ პენარედონდო პოლიციამ ადგილობრივი დროით 18:00 საათზე გააჩერა. მამაკაცი გრეთ წყლის საყიდლად იყო გამოსული. სასჯელის შემდეგ მეორე დღეს კი ის გარდაიცვალა.

„იგი სახლში მოვიდა მეორე დღეს დილის 8 საათზე და დახმარების გარეშე ძლივს მოძრაობდა, რადგან ძალიან დაღლილი იყო. მთელი დღე, სიარული უჭირდა, იმავე დღეს, მას დაიწყო გულის შეტევა“,- წერს ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსლში.

ქალაქ ტრიასის პოლიციის ხელმძღვანელის მტკიცებით, რეგულაციების დარღვევის გამო პოლიციის ოფიცრები სასჯელის მსგავს მეთოდებს არ მიმართავენ და მხოლოდ ახსნა-განმარტებით შემოიფარგლებიან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა