თეგებით ძიება
06. 04. 2021 მსოფლიო

ხარკოვში ორმა სამხედრო მოსამსახურემ მატარებელში ცეცხლი გახსნა

ხარკოვის ოლქში, ორმა სამხედრო პირმა სამგზავრო მატარებელში ცეცხლი გახსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა unian-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ უკრაინელმა სამართალდამცველებმა დროულად შეძლეს იმ პირების განიარაღება და დაკავება, რომლებმაც ცეცხლი გახსნეს.

„ამ პირებს იარაღის ტარების ნებართვა ჰქონდათ. წინასწარ დადგენილია, რომ გასროლილი იყო სამსახურებრივი იარაღიდან. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამართალდამცველების მოსვლამდე უკრაინის რკინიგზის თანამშრომლებმა შესაბამისი ზომები მიიღეს იმისთვის, რომ მგზავრები არ დაშავებულიყვნენ.

საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ მატარებლმა მარშრუტი განაგრძო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა