თეგებით ძიება
06. 04. 2021 მსოფლიო

ბელგიის აფთიაქებში კორონავირუსის სწრაფი ტესტების გაყიდვა დაიწყო

დღეიდან ბელგიაში აფთიაქებში კორონავირუსის სწრაფი ტესტების გაყიდვა დაიწყო. ბელგია ტესტირების მეორე ეტაპზე გადავიდა, რაც ტესტზე ხელმისაწვდომობის გაზრდას გულისხმობს.

ROCHE-ს ფირმის სწრაფი ტესტი 8 ევრო ღირს. ტესტს თან ახლავს ინსტრუქცია. პროცედურა 30 წუთიანია. კოვიდზე დადებითი შედეგის შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და თვითიზოლაცია.

საკოორდინაციო საბჭოში აცხადებენ, რომ ტესტირება პრევენციაა და ვირუსის გავრცელებას შეამცირებს. აეროპორტში გახსნილ ტესტირების ცენტრში ვიზიტი 67-დან 135 ევრომდე მერყეობს. ფასი დამოკიდებულია პასუხის მიღების ვადებზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა