თეგებით ძიება
06. 04. 2021 მსოფლიო

400 ტონა საწვავით დატვირთული ხომალდი ღია ზღვაში ეკიპაჟის გარეშეა დარჩენილი

ნიდერლანდების სატვირთო ხომალდი Eemslift Hendrika ღია ზღვაში ეკიპაჟის გარეშეა დარჩენილი და ნორვეგიის ნაპირებთან დრეიფობს. ხომალდმა განგაშის სიგნალი 5 აპრილს გაავრცელა. ძლიერი ღელვის გამო იგი ძალიან გადაიხარა და შეიქმნა საფრთხე, რომ ამოტრიალებულიყო.
თავდაპირველად სანაპირო დაცვამ ხომალდიდან 8 კაცის ევაკუაცია მოახდინა ხოლო გემის კაპიტანი და ეკიპაჟის 3 წევრ ხომალდზე დარჩნენ, რათა მასზე კონტროლი აღედგინათ, თუმცა ამაოდ და მოგვიანებით კონტროლდაკარგული გემიდან ისინიც გაიყვანეს.

Eemslift Hendrika-ს ტრიუმში 350 ტონა მძიმე ნავთობი 50 ტონა დიზელის საწვავია. ის კვლავ გადახრილია და არსებობს საფრთხე, რომ გადაყირავდეს და მასზე არსებული საჭვავი ზღვაში ჩაიღვაროს, რაც სერიოზულ ეკოლოგიურ პრობლემებს შექმნის. ჰოლანდიის სანაპირო სამსახურები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ სამაშველო ზომების განხორციელებას, რადგან ადგილზე კვლავ ცუდი მეტეოროლოგიური ვითარებაა - ტალღების სიმაღლე 15 მეტრს აღწევს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა