"ძალიან მძიმე ამბავი მოხდა ოკუპაციის ხაზთან, ძალიან მტკივა გული და ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს" - ბაჩანა შენგელია
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელისაოკუპაციო ხაზთან დღეს მომხდარი ტრაგედიის გამო, მთელ საქართველოს უსამძიმრებს:
"31 მარტის ღამეს პოზნერისთვის ნასროლ კვერცხებადაც არ ღირან ის ადამიანები, ვინც აქტივისტებს ამუნათებდა და სტუმარ-მასპინძელს უკუღმა კითხულობდა. ნაძირალა ფარისევლები არიან და იმიტომ.
მიდით ახლა დაღუპულების ოჯახებში და მოუყევით იგივე, რასაც ეს დღეები რაფინირებული სახეებით ჰყვებოდით.
აი ეს არის სინამდვილეში რუსეთის და მისი ვასალი ხელისუფლების სახე. აი ასე ხდება როდესაც საკუთარი მოსახლეობა მთავრობას არ აინტერესებს და საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის სასიკვდილოდ წირავს.
ძალიან მძიმე ამბავი მოხდა ოკუპაციის ხაზთან, ძალიან მტკივა გული და ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახებს, ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს", - წერს შენგელია ფეისბუქზე.
ცნობისთვის, დღეს, ოკუპირებული გალიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის მცდელობისას, მდინარე ენგურში 4 ადამიანი დაიხრჩო.