"რუსები ძაღლებით მოსდევდნენ გალელებს და ენგურში დაიღუპნენ...რუსების მსახურება უკეთ გამოსდის ქართველს..." - ნათია ფანჯიკიძის ემოციური პოსტი
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, დღეს, ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება:
"რუსები ძაღლებით მოსდევდნენ გალელ ქართველებს და ენგურში მოუწიათ შესვლა, ვერ გადმოცურეს და დაიღუპნენ. თუმცა მე მაინც რუსი ტურისტების იმედი მაქვს, რომ არ მოშივდეთ "პრაგმატულ პატრიოტებს" და არც სამუშაო ფორმა დაკარგონ. რუსების მსახურება უკეთ გამოსდის ქართველს, რაღაცნაირად, ლამაზად, პოეზიის საღერღელის აშლით და დიმპიტაური-დამპიტაურით", - წერს ფანჯიკიძე ფეისბუქზე.
ცნობისთვის, დღეს, ოკუპირებული გალიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის მცდელობისას, მდინარე ენგურში 4 ადამიანი დაიხრჩო.