თეგებით ძიება

"აცრა არ ნიშნავს იმას, რომ იმ დღიდანვე დაცული ხართ ინფექციისგან!"- დავით გადელიას რეკომენდაცია

"აცრა არ ნიშნავს იმას, რომ იმ დღიდანვე დაცული ხართ ინფექციისგან!" - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი, დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს.

"ბატონებო და ქალბატონებო!
გაფრთხილდით: აცრა არ ნიშნავს იმას, რომ იმ დღიდანვე დაცული ხართ ინფექციისგან! აცრით იწყება თქვენი ორგანიზმის მიერ ანტისხეულების გამომუშავება (წარმოქმნა). ეს პროცესი დროს მოითხოვს და ამასთან დამოკიდებულია ორგანიზმის ინდივიდუალობაზე. არის სამწუხაროდ ალბათობაც, რომ საერთოდ არ გამომუშვდეს ანტისხეული. სწორედ ესაა ვაქცინის ეფექტურობის პროცენტი.
ასე რომ, აცრის შემდეგაც დაიცავით თავი და არ იქნება ურიგო, თუ 3-კვირის შემდეგ გაისინჯავთ, წარმოიქმნა თუ არა ანტისხეულები.", - წერს გადელია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა