"რომ ჩაკეტავ, უკვე აღიარებ ქვეყნის გაყოფას და იცის რის ფასად? - სწრაფი ტესტის 3 დოლარად... აღიარებ, რომ ის შენი მოსახლე, შენი მოქალაქე არაა"- იაგო ფრანგიშვილი აფხაზეთის ტრაგედიაზე
"სწრაფი ტესტის 3 დოლარად აღიარებ ქვეყნის გაყოფას და აღიარებ, რომ ის შენი მოსახლე, შენი მოქალაქე არაა"
"როგორც საკუთარ თავს მოექცევი, სხვისაგან უკეთეს მოპყრბას რა ლოგიკით უნდა ელოდო?
ქართველები ოკუპაციის ხაზს და ტერიტორიას ვექცევით საზღვარივით,
აბაშიდან რომ სამტრედიაში გადახვიდე და ცხენისწყლის ხიდი გაიარო, ვინმეს აზრად მოუვა იქ ჩეკპოინტის გაკეთება და საზღვრის ჩაკეტვა?
100 მანეთი, სადღაც 2 დოლარი ღირს რუსულ გამსვებ პუნქტზე რომ ვინმე რუსმა წითელარმიელმა მეორე მხარეს გაგიშვას.
როცა მანდარინის ან თხილის სეზონია,
მაშინ კეტავენ დროგამოსვებით რომ უფასო მუშახელი არ გაეპაროთ.
ახლა კი,
,,არაა სეზონი,, რუსის კომენდანტისთვის და გადადი.
აქედან რომ ჩაკეტავ,
უკვე აღიარებ გაყოფას და იცის რის ფასად?
სწრაფი ტესტის 3 დოლარად აღიარებ ქვეყნის გაყოფას და აღიარებ, რომ ის შენი მოსახლე, შენი მოქალაქე არაა.
აი აქაა პრობლემა და ამ პრობლემის გადაწყვეტა,
ამ პრობლემის გააზრება და რაიმეს გაკეთება არამარტო ხელისუფლის ვალია.
როცა ხელისუფალს უწოდებ რუსის დასმულს და მისი ინტერესების გამტარებელს,
რამდენად უგუნურია მისგან მოითხოვო პატრიოტიზმი?
სწორი ნაბიჯი?
წინსვლისა და მომავლისათვის ზრუნვა?
ეს ან სიბეცეა და ან ბინძური პოლიტიკური პინგ პონგი.
ყველა პრობლემა უნდა იქნას კონკრეტილად დანახული.
ნამდვილად და სამწუხაროდ არაა ისე, რომ,
წავა ბიძინა და ვინც მოვა ის ყველაფერს ამ პატრიოტიზმის და ადამიანობის სიმბოლიკით, ფასეულობით გააკეთებს.
მე არ მჯერა კიარა, სრული მიამიტობა მგონია რომ ოპოზიციის კონკრეტული ბევრი ადამიანისაგან რაიმე მსგავსი მოითხოვო.
არაფრით არ გამოვა.
ერთადერთი გამოსავალია, რომ,
ვისაც გული ტკივა საქართველოზე და მის მოქალაქეებზე დღეს და ახლა,
აი იმან ეს პრობლემები უნდა დააკონკრეტოს, უნდა თქვას და სახელი მიუჩინოს.
არაა ასე ზოგადი ,,ბიძინა მოღალატეა,, ან ,,ბიძინა პუტინის კაცია,, ან ,,რუსი მტერია,,
არაა ეს საკმარისი,
უფრო მეტიც,
ეს ყველაფერი არის ალიბი საკუთარი უმაქნისობისა და უსაქმურობისათვის,
ნამდვილი და რეალოური პრობლემების მიფუეებისათვის და დიდი შოუმასტერობისათვის, რომ ამით ხალხი გაართო კიდეც, გააღიზიანო კიდეც და განსჯის დრო არ მისცე,
აი ამისთვისაა ეს ყველაფერი.
პრობლემა დავინახეთ, როცა სასოწარკვეთიულები და აქეთ არ შემოშვებულები მდინარეში დაიხრჩვნენ.
ის ხალხი, ვისთანაც ის ტრაგიკულად დაღუპულები მიდიოდნენ, ვინც მათ ელოდა,
დარწმუნებული ვარ რომ სასოწარკვეთით იძიებდნენ გამოსავალს, რომ როგორმე მისი ახლობელი საზღვარზე გადმოეყვანათ.
კარგად მახსოვს, თუ რა დიდი ბრძოლა და ზალისხმევა დამჭირდა, რომ ავადმყოფი მამა 2003 წელს გერმანიაში ჩამომეყვანა
ათასი უწყება, რამდენიმე საავიაციო ფირმა, საელჩოები, კონსულატები, საავადმყოფო .... ათასი რამ.
ბევრი ადამიანი და ორგანიზაცია დამეხმარა,
საავადმყოფოს მენეჯმენტიდან დაწყებული წითელი ჯვრის ფრანკფურტის ოფისიტ დამტავრებული, რომლებმაც ფაქტიურად აიზულეს საავიაციო ფირმა, გერმანული ლუფტჰანზა, რომ ავადმყოფის ტრანსპორტირება მოეხდინა.
ეს ყველაფერი მოხერხდა იმით, რომ პრობლემა დასახელდა და გასაჯაროვდა,
ადამიანის უფლებების და ანტიდისკრიმინაციის კანონების ენაზე მიდიოდა საუბრები და მიმოწერა.
ადამიანებმა და განსაკუთრებით პოლიტიკოსებმა რაღაცაზე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა.
ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო,
აი ესეც კი არაა
და რატომ?
იმიტომ რომ არც იმ ადამიანთა დაღუპვის მერეა პრობლემაზე ძირეული დისკუსია და გადაწყვეტის საშუალებათა ძიება.
არ აუღია ბიზინას საერთოდ არც ამ ქვეყნის მოვლაზე და არც პატრონობაზე პასუხისმგებლობა არასოდეს და არაა ამიტომაც ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი.
ეს მისი გამართლება კიარაა,\'
არამედ მისი არაკანონიერების ხაზგასმაა.
რომელ დიალოგთან და მოლაპარაკებასთან გაქვს საქმე როცა არაკანონიერ პარლამენტის თავმჯდომარეს და არაკანონიერ ხელისუფლებას მაგიდასთან უჯდები?
როგორც აფასებ საკუთარ ფასეულობას, ზუსტად ისევე შეგიფასებს მას სხვა, და ეს საუკეთესო შემთხვევაში.
როც ყიდი ვაშლს და აფასებ 1 ლარს, არავინ გეტყვის, რომ მოგცემს 2 ლარს.
ეს უმარტივესი ცხოვრებისეული რეალობაა.
დააფასეთ ყველამ მოქალაქეობა, დააფასეთ მოქალაქეობრივი ფასეულობა, დააფასეთ მოქალაქის არ დისკრიმინირება და
მერე სხვას არშინი მაინც ექნება შეფასების
ვინ მოთვლის ან მოთვალა ვინმემ თუ რამდენი კონკრეტული და ადამიანების სიცოცხლის მომსპობი პრობლემაა საქართველოში?
საუბრობს ამაზე ვინმე?
არა,
ვსაუბრობთ იმაზე, რომ ბიძინაა პრორუსი,
ან მიშა გინდათ?
ან იმაზე რომ არც ერთი და არც მეორე არ მინდა.
ამ დროს კი,
პრომბელემბის ყულაბა იმდენად იბერება, რომ ნაპრალებიდან მსხვერპლთა სისხლი მოდის", - წერს ფრანგიშვილი ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის მცდელობისას, 4 ადამიანი დაიხჩო.