"ვერასოდეს გამოიწვია ჩემში ა ღ ტ ა ც ე ბ ა და მოწონება ოტია ი ო ს ე ლ ი ა ნ ი ს და გურამ დ ო ჩ ა ნ ა შ ვ ი ლ ი ს შემოქმედებამ" - ბაკურ სვანიძე
ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში თავის ლიტერატურულ გემოვნებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ოტია იასელიანისა და გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებით აღტაცებული არ არის.
"მ ო მ ი ტ ე ვ ე თ, მაგრამ უნდა ვთქვა. მიწოდეთ უ წ ი გ ნ უ რ ი, უინტელექტო, უგემოვნო... რაც გსურთ...
მაგრამ ვერასოდეს გამოიწვია ჩემში ა ღ ტ ა ც ე ბ ა და განსაკუთრებული მოწონება ოტია ი ო ს ე ლ ი ა ნ ი ს და გურამ დ ო ჩ ა ნ ა შ ვ ი ლ ი ს შემოქმედებამ... ფ რ ა ზ ე ბ ი რომლებიც ახლაც დიდის ამბით ვრცელდება "ფეისბუქში" და ქვეშ მათი სახელები აქვს მიწერილი, ჩემთვის ხან ბანალური, ხანაც სულაც უ ა ზ რ ო ა... მართლა მიკვირს რა მოგწონთ მანდ? მაგალითად, ეს დღეებია სპეციალურად ვჩერდები ხოლმე იმ გვერდებზე, სადაც მათ პატრონებს დოჩანაშვილის ფრაზები აქვთ გაზიარებული:-"სიკვდილი რომ არ იყოს, არაფერს ექნებოდა ფასი" (და შემდეგ ჩამოთვლილია რატომ არ ექნებოდა.
აი, კაცობრიობის დაბადებიდან ყველა ამ ფრაზას ამბობს რა არის აქ ს ი ა ხ ლ ე და საყურადღებო, ვერ ვხვდები...) "ურთერთობაში რაღაც ზღვარი მუდამ უნდა იყოს, თორემ მერე ჰგონია რომ იმსახურებს იმას რასაც იღებს" - (მეთერტმეტე კლასელი დაქალების "რეჩი") "დედამიწას სიყვარული ატრიალებს" - (მგონი დოჩანაშვილი გაგონილიც არ გვქონდა, ეს რომ
მერვე კლასში საჭამიასერზე ქეიფისას თქვა სუფრაზე ერთმა პატარჭალელმა ტიპმა ქორიძნებიდან, არ მითხრას ახლა ვინმემ, წაკითხული ექნებოდა დოჩანაშვილიო - საერთოდ არ იცოდა იმან წერა-კითხვა! )
"ქალი თუ იმიტომ მოგეწონება, რომ ის სხვებს არ ჰგავს, მაშინ ისიც უნდა იცოდე, რომ მას ისე ვერ მოექცევი,
როგორც სხვებს" - აი, ეს კი, ჩემთვის განსაკუთრებული უაზრობაა და ცოტას გავშლი, თუ არავის გეწყინებათ:-
1. ქალი (კაცი) თუ მოგეწონება და ნებიმიერ შემთხვევაში არ ფიქრობ, არ გგონია, რომ ის სხვებს არ ჰგავს, მაშინ,
უბრალოდ ტუტუცი ხარ. ანუ, ყოველთვის როდესაც ვინმეს ვინმე მოსწონს, აუცილებლად არსებობს ეს განცდა, რომ "ის სხვებს არ ჰგავს", ეს ბუნებრივი განცდაა და აქედან გამომდინარე - "ქალი თუ იმიტომ მოგეწონება, რომ ის სხვებს არ ჰგავს" - უკვე უაზრობაა. ყოველთვის ყველას ყველა სწორედ მაგ განცდით მოსწონს, რომ "ის სხვებს არ ჰგავს" და "სხვანაირია"
2. ქალს (კაცს) რომელიც მოგწონს, აუცილებლად უნდა მოექცე განსაკუთრებულად, ანუ ისე არ უნდა მოექცე,
როგორც სხვებს! "იმიტომ" მოგეწონა "ამიტომ" თუ როგორცაა, ქალს (კაცს) რომელიც შენია და შენთვის გამორჩეულია, რა თქმა უნდა, "სხვებივით" არც უნდა მოექცე და ვერც მოექცევი! თუ ადამიანი მოგწონს, და მას ექცევი როგორც სხვებს, ესე იგი დებილი ხარ!
3. როდესაც იცი "რატომ" მოგეწონა ქალი (კაცი) ეს უკვე დიიიიდი შტერობა. "იმიტომ მოგეწონა" უკვე ძალიან
მიუღებელია ჩემთვის. როცა არ იცი რატომ, რისთვის, რის გამო მოგწონს - ესაა სიგიჟე და ყველაზე მაგარი!
4. აი, ამ "დაქადნების" დედა ვატირე კიდე რა - "უნდა იცოდე რომ მას ისე ვერ მოექცევი" - კაი ერთი, შენი კ ვ ნ ე ს ა მ ე! რას მემუქრები? როგორც მომექცევი, ზუსტად ისე მოგექცევი მეც და პ ი რ ი ქ ი თ, როგორც მე მოგექცევი, ისეთივე მოქცევას ვ ი მ ს ა ხ უ რ ე ბ შენგან... "სხვებს არ ჰგავს" არა კვახი! შევეშვათ ამ მ ე ტ ი ჩ რ ო ბ ე ბ ს - ადამიანები ვართ ყ ვ ე ლ ა!
და თუ შენი "პირობა" ეგეთია, "სხვებს არ ვგავარ და გაითვალისწინე ეს, თორემ უტუტუტუ!-ო" - მაშინ მოდი ი დ ი ნ ა ხ ე რ, ზუსტად ბევრი სხვასავით რა! რაც არ უნდა მ ი ყ ვ ა რ დ ე და ჭკუიდან გადავდიოდე, თუ ჩემს თ ა ვ მ ო ყ ვ ა რ ე ო ბ ა ს გადაუვლი, მოვკვდები და ამას არავითარ შემთხვევაში არ გაგიტარებ! და ჩემი მხრიდან, არც მე მექნება მსგავსი პრეტენზია!
მოკლედ, ყოველივე ეს, ჩემთვის ცოტა "მოთაღლითო" მამაკაცების "ტრიუკებსაც" ჰგავს - სულელ ქალებს "აბამენ" ასეთი გამოთქმებით "შენ სხვებს არ ჰგავხარ" - არადა ზუსტად "სხვებივით" (ანუ წინა 12 რომ ჰყავდა) მიაჟიმავს ლოგინში და გულში იტყვის - "რა სულელია ეს ჩემისა, რავა ყველა ქალი ერთნაირად ებმებაო"
მაპატიეთ პირდაპირობა, მაგრამ ასეა. ასეთი ფლიდი გამონათქვამებით "შეიარაღებულ" მამაკაცებს, ჩემი რჩევა იქნება - განსაკუთრებით მ ო ე რ ი დ ე თ... რაც შეეხება მ წ ე რ ლ ო ბ ა ს - ჩემთვის ქართველი მწერლების "მ ე ფ ე" არის ნოდარ დ უ მ ბ ა ძ ე... მეტყვის ახლა ზოგი, ვისაც ახსოვს ჩემგან დუმბაძის დაცვა - "დუმბაძის ა რ მ ო წ ო ნ ე ბ ა ზ ე რატომ გაქვს
აბა, მძაფრი რეაქციებიო?" - არა, ბატონო! არმოწონებაზე არ მაქვს. მაშინ ის ვიღაც (მგონი დავით დარჩიაშვილი) დუმბაძეს ცილს სწამებდა - "ქ უ რ დ უ ლ ი გაგების პროპაგანდას ეწეოდა დუმბაძეო" - და მაგაზე იყო რომ გადავუარე. თორემ ყველას გაქვთ უფლება არ მოგწონდეთ დუმბაძე, დოჩანაშვილი, იოსელიანი, ამირეჯიბი, ჯავახიშვილი, ვაჟა-ფშაველა, რუსთაველი...
ნება თქვენია. უბრალოდ ჩემთვის პირადად, არ არის გურამ დოჩანაშვილი არაფერი განსაკუთრებული და მეთერთმეტეკლასელის "ნახევრადრომანტიკულ" ჩანაწერებს უფრო მაგონებს, ვიდრე დიდ მწერალს... (ეს პოსტი განგებ არ გამოვაქვეყნე მის დაკრძალვამდე) ჰე, მიდით ახლა დაიწყეთ - "გ ა უ ნ ა თ ლ ე ბ ე ლ ი"
და ა.შ. მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ ყველა!", - წერს სვანიძე სოციალურ ქსელში.